გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იმის გამო მოკლეს, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდებოდა| აშშ-ის მისია OSCE-ში

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) -ის მისია რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს გმობს. მათი შეფასებით, გინტურის მკვლელობა შეგვახსენებს, თუ როგორ აისახება ს მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ქვეყნის მოსახლეობაზე.
აშშ-ის მისია ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მზადაა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, კონსტრუქციული ჩართულობისთვის.

ამასთან, ისინი რუსეთს მოუწოდებენ, რომ 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.
“6 ოქტომბერს ბ-ნი გინტური სოფელ კირბალის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე, შემდეგ კი ეკლესიაში მივიდა, სადაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იმის გამო მოკლეს, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდებოდა. ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გამაგრებას, რაც განსაზღვრავს მის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსეთს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ და შეუზღუდავ წვდომას საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანების ტანჯვა და გაჭირვება ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ მივესალმებით თქვენს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა როლს კონფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი პროცესის დაცვაში და ვაღიარებთ ამ მისიის სირთულეს. 1 ნოემბერს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ანუ IPRM, ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ხელშეწყობით 115-ედ შეიკრიბა. შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთი-IPRM-ის ამ მიმდინარე შეხვედრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მოსაზრებას, რომ გალის IPRM-ი დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს წინაპირობების გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.