ანა ამილახვარი ქეთი სვანიძეს უპირისპირდება

რუსთაველის თეატრიდან გაშვებული მსახიობი ანა ამილახვარი ქეთი სვანიძეს უპირისპირდება. მიზეზი ქეთის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადებაა:“რაც შეეხება 3 არაჩვეულებრივ მსახიობს, ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და არიან. როცა გამოვიდნენ წარწერიანი მაისურებით, არავის არაფერი ნამდვილად არც დაუბულინგებია, არც არაფერი უთქვამს. მაგის შემდეგ კიდევ ვითამაშეთ ეს სპექტაკლი ერთხელ. თუმცა ბევრი არასწორი ინფორმაცია გავიდა, თითქოს ჩვენ ვაბულინგებდით ჩვენ კოლეგებს. ეს ასე არ იყო. ყველამ გულში რომ ჩაიხედოს და ბევრი მიხვდა ამას რომ გავიდა დრო იქ რა იყო სიმართლე და რა არა. იმ მაისურებით გამოსვლის შემდეგ, ეს ადამიანები კიდევ 6 თვე იყვნენ თეატრში. არავის არ გაუგდია. ჩვენც გაგვიგრძელდა ხელშეკრულება და მათაც. შემდეგ უკვე ერთი მსახიობი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ თეატრში მინდა ყოფნა, ბატონი რობიკოს სპექტაკლებში თამაში არ მინდაო. ნებისმიერი რეჟისორი აუცილებლად მოგხსნის სპექტაკლიდან ასე რომ გამოხვიდე. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ამის მერე იყო ჩივილი, რატომ არ ვარ სპექტაკლებში, დამაბრუნეთო. მე ვთვლი, რომ ეს არასწორია. თეატრმა, რომელმაც არ გაგიშვა და ხარ თეატრში, შენ რომ კიდევ აგრძელებ პროტესტს და ბრძოლას, სადაც ძალიან ბევრი ტყუილი ითქვა, რომ თითქოს ჩვენ ვაბულინგებდით, პირიქით, 10 წელია ჩვენ ერთად მოვდივართ, ბევრ სპექტაკლში ერთად გვითამაშია და ყველამ გულზე ხელი რომ დაიდოს, რეალობა ნამდვილად სხვაა. არავის პასუხი არ მოუთხოვია და არავის არავინ არ დაუბულინგებია.რაც შეეხება კონკურენციას, ბატონი რობიკო იმხელა პერსონაა, რომ ჩემი აზრით, ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო განსახილველიც კი, უნდა ყოფილიყო თუ არა რობიკო სტურუა რუსთაველის თეატრში. ამაში უკონკურენტოა, თუნდაც სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე. ასე მოდის სხვა ოჯახებიდანაც რეჟისორები, რომლებიც მემკვიდრეობით გადადიან და არიან ძალიან კარგი რეჟისორები. ეს ადამიანი რუსთაველის თეატრში უნდა იყოს, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს. რაც შეეხება ქვეყნის სიყვარულს, რაც შეეხება მის პროტესტს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მის სპექტაკლში ყოველთვის გამოკვეთილად ჩანდა მისი სამშობლოსადმი სიყვარული, პატრიოტიზმი და თუ ვინმეს აქვს მისი სპექტაკლები ძალიან დიდი დოზით ნანახი, თუნდაც ამ ვეფხისტყაოსნით, ამით ამტკიცებს ის ადამიანი რუსთაველის მიმართ სიყვარულს, თამარ მეფისადმი პატივისცემას. როცა სპექტაკლს ნახავთ, მაშინ მიხვდებით, რა არის რეალობა და არის კარგი შავი პიარი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, შავი პიარის მომწყობებს და ამგორებლებს. პირიქით მოხდა, ბევრად მეტი დაინტერესდა, რომ ნახა ბევრმა გამოხატა თავისი აღფრთოვანება და წუხილიც. მომდის შეტყობინებები და ვერ ავუდივარ პასუხების გაცემას. ნამდვილად არ ვაპირებ ბატონი რობიკოს დაცვას, ყველაფერი გამოჩნდება და ყველაფერი თავის ადგილს იპოვნის. ვერ მივიღებ იმ ადამიანების კრიტიკას, ვისაც სპექტაკლი არ უნახავს.”
ანა ამილახვარი:
“იქიდან გამომდინარე, რომ აპოლიტიკური ხარ და ვერ გაგირკვევია შენს ცხვირწინ რა ხდება, მაშინ მე გეტყვი რომ რუსთაველის თეატრში რეპრესიებია. მარტიდან გამიუქმდა კონტრქტი რუსთაველის თეატრში ისე, რომ ერთი კაციცი ვერ მოძებნეს, ეს ინფორმაცია ადეკვატურად რომ მოეწოდებინა. დღემდე არ მაქვს არავითარი დოკუმენტი სადაც გათავისუფლების მიზეზი იქნება მითითებული. ამბობენ, რომ ამის აუცილებლობა ახალი კანონის თანახმად აღარ აქვთ. ბატონი რობერტ სტურუას თქმით: ის პოლიტიკური ნიშნით არ ათავისუფლებს ხალხს, ამ დროს კი გაგვათავისუფლეს მხოლოდ ის სამი მსახიობი ქალი, რომლებმაც მხარი დავუჭორეთ სინდისის პატიმრებს სცენიდან. სამაგიეროდ შეინარჩუნეს მსახიობები, რომლებიც ათწლეულებია სცენაზე არ ყოფილან, არც რუსთაველის და არც სხვა რომელიმე თეატრის. არხეინად იღებენ სახელმწიფო ფულს და იკავებენ ადგილებს, რომლებზეც ხალხი ოცნებობს. მოკლედ ეს კანონები შეიმუშავეს ისე, რომ არანაირი იურიდიული პრეტენზია არ გვქონოდა, რადგან მანამდე, ანუ ახალ კონტრაქტებამდე, გამოგვიწერეს შენიშვნა და სასჯელი სადაც გვაბრალებდნენ ისეთ რამეს, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი. სასამართლოში შევიტანე სარჩელი, რადგან ვიცოდი ამ საბუთს გათავიუფლება მოყვებოდა და გავაპროტესტე, მაგრამ მეორე ინსტანციაზე, ულაპარაკოდ, წამაგებინეს და ეს თემა, ახლაც უზენაის სასამართლოში განიხილება. მოსამართლე გახლდათ მეია მელქაძე. ამ ახალ კანონებამდე კიდევ რაღაც გვიცავდა, მაგალითად ვადები თეატრში მუშაობის. დღეს კი მსახიობი თეატრში ჩვეულებრივი მარიონეტია, რომელსაც არაფრის უფლება არ აქვს. მაშინვე ვიფიქრე, რომ ჩვენს გასაგდებად მოფიქრებული ხრიკი იყო, რომელიც ჩვენით დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს გადაიყოლებს, ისე უსამართლოდ, როგორც ჩვენ მოგვექცნენ და აი დაიწყო კიდეც. ასევე მინდა გამოვხმაურო ჩემს კომენტარს, სადაც ვთქვი, რომ აღარ მინდოდა ბატონი რობერტის სპექტაკლებში თამაში, რადგან ის საჯაროდ ” უნიჭო მონებს” გვეძახდა, დაგვცინა და აბუჩად აგვიგდო ჩვენი პროტესტის გამო. დეკემბერში თეატრში კრება მოაწყვეს რომ კარგად აეხსნათ, რასაც გვიპირებდნენ იურიდიულად და უცბათ სრულიად მოულოდნელად, ქეთიმ თავის თავზე აიღო ჩვენი კუთხეში მომწყვდევა. მთელი დასის წინაშე მოითხივა ბოდიშები, იმის გამო, რომ სოლიდარული ვიყავით პატიმრების მიმართ და ასევე თავს ვიცავდით. ხელების ქნევით მოითხოვდა ჩვენს გაგდებას თეატრიდან, რადგან მისი თქმით, ჩვენ ვარცხვენდით თეატრის რეპუტაციას. ეს იყო ყველაზე დიდი შოკი, მეგობრისგან, რომელსაც არასოდეს, არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია, უცბათ გახდა ლიდერი ჩაქოლვის. იქ რაც ხდებოდა, ვინ რას ამბობდა ახლა ნაკლებად მაინტერესებს და იმასაც ჯერჯერობით ჩემთვის დავიტოვებ, რაც შემდეგ ბატონმა რობერტმა მომიწყო, ასევე ხალხის წინაშე თეატრის უკანა შესასვლელთან. ხო კიდე ერთი, მას შემდეგ სპექტაკლი არ გვითამაშია, ეს იყო უკანასკნელი. მანამდე შანტაჟებზეც, მერე გიპასუხებთ თავისი დოკუმენტებით. ქალბატონი ქეთი მოგვიწოდებს: ბატონი რობერტის “ვაფეხისტყაოსანი” ჯერ ვნახოთ და მერე ამოვიღოთ ხმა, სხვა შემთხვევაში არ მიიღებს პრეტენზიებს, თვითონ კი კოლეგას, მეგობარს, დედას ისე ესვრის ქვას და ტოვებს უსამსახუროდ, რომ საქმეში არც გარკვეულა, მხოლოდ ჭორების დონეზე ქონია ინფორმაცია, ან ძალიან კარგადაც ერკვევა, მაგრამ განზრახ მოგვიშორა თავიდან. თავად ამოირჩიოს, რომელი ვერსია უფრო მოსწონს. გულის გასახეთქი ამბავია და ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ეს შენგან დამემართებოდა. მე ყველა ჩემს საქციელზე მაქვს პასუხი და დეტალურად ჩავაბარებ ანგარიშს საზოგადოებას. მთელი გააზრებული ცხოვრება რუსთაველის თეატრის მსახურებაში გავატარე და მიყვარს მისი ყველა სივრცე და თუ ვინმეს გონია რომ ამ დანაკარგით უბრალოდ სამსახური დავკარგე ძალიან ცდება. ისეთი აქტიური მსახიობისთვის, როგორიც მე ვიყავი თეატრში, ამაზე დიდი დარტყმა არც კი ვიცი რა უნდა იყოს. გაგვწირეს და კიდევ წიხლს გვაჭერს ზემოდან. გაჩერდი მაინც, უბრალოდ გაჩერდი. ერთ თეატრში აღარ ვართ, სამაგიეროდ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ამას ნამდვილად ვერ შეცვლი.”