როდესაც ხელისუფლება ინტერნეტს თიშავს, რუსეთის მოქალაქეებმა ამის გამო კი არ უნდა ინერვიულონ, არამედ სულის უკვდავებაზე უნდა იფიქრონ – ამ განცხადებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ვახტანგ ყიფშიძე გამოვიდა. სააგენტო „მოსკვასთან“ საუბარში მან განმარტა, რომ ციფრული გათიშვები არა კატასტროფა, არამედ ტექნოლოგიური ცივილიზაციის სისუსტის დემონსტრირებაა.
“როდესაც მობილური ინტერნეტი ითიშება, ამან უნდა გვიბიძგოს ფიქრისკენ ტექნოლოგიური ცივილიზაციის სისუსტეზე, რომელიც ამ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერს გვპირდება, ციფრულ უკვდავებამდეც კი. სინამდვილეში კი ტექნოლოგიების ყოვლისშემძლეობა წარმავალი რამ არის, რომელიც ფერმკრთალდება მარადიულობის, სულის გადარჩენის, სიყვარულისა და მოწყალების საქმეების წინაშე“ | აღნიშნა ყიფშიძემ. მისივე თქმით, ტექნოლოგიები უძლურია ცხოვრების მთავარი კითხვების — ცხოვრების აზრისა და პასუხისმგებლობის წინაშე.
9 მაისის წინ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი იხშობა. მოსკოვში „თეთრი სიის“ საიტებიც კი არ იხსნება და SMS-ებიც არ იგზავნება.




