ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს – ირაკლი კობახიძე

როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს – ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე, ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა
„შეფასებაც არ სჭირდება ამ ყველაფერს, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.  ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა. ეს მოხდა ჯერ ბრიტანეთის მხრიდან, ახლა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს თავის თავზე მეტყველებს და ამას დამატებით კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო