ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის მიმართ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა საომარი მოქმედებების შეწყვეტის ფორმატთან დაკავშირებით, რომელზეც რუსული სოციალური მედია აცხადებს. გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის „ზეიმი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „დარჩენილ დროში სრულიად რეალისტურია იმის უზრუნველყოფა, რომ სიჩუმის რეჟიმი ძალაში შევიდეს“.
„აღნიშნული მომენტიდან ჩვენ ორმხრივი პრინციპით ვიმოქმედებთ. დროა, რუსეთის ლიდერებმა რეალური ნაბიჯები გადადგან ომის დასასრულებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის კეთილი ნების გარეშე არ შეუძლია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.




