,, პრეზიდენტი მიგორდება არჩევნებამდე და შემდეგ მშვიდ პენსიაზე გავა” –

გააგრძელებს თუ არა ბრძოლას პოლიტიკურ ასპარეზზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება – “გირჩის” ლიდერი, “დღის ამბების” ეთერში აცხადებს, რომ პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდება:
,,ჩემი აზრით, ერთადერთი რაც შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმაც დაკარგა აზრი და პრეზიდენტთან ბრძოლამაც. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მიგორდება რამენაირად არჩევნებამდე და შემდეგ მშვიდ პენსიაზე გავა. მანამდე ეცდება, რომ შეალამაზოს მის მიერ გაკეთებული საქმეები და საზოგადოებას რაღაც უთხრას. მე არ მგონია, რომ ზედმეტი არაკორექტულობა ან ჩხუბი იყოს “ქოცების” ან პრეზიდენტის მხრიდან, რადგან აზრი დაკარგა ამ ყველაფერმა და ეს განწყობასაც ეტყობა, რომ არავის არ ახსოვს ახლა პრეზიდენტი აქ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი არასდროს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ყოველთვის მის ინტერესებს ატარებდა და მგონია, რომ ეს ასე გაგრძელდება. რადგან თავად დაბრუნდა პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილს არსებობა აზრს კარგავს მასთან ბრძოლის კუთხითაც და მასზე დაყრდნობის კუთხითაც”

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა