უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერზე იერიში მიიტანა. იერიშის ამსახველ ვიდეომასალა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ სანქციების პრაქტიკულ განხორციელებას რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობის ფლოტის წინააღმდეგ – ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელთან ორი ასეთი ხომალდი დააზიანეს. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ახლა ვეღარ გამოიყენებენ” – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენშტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და მასში უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.




