ბუნდესლიგის ოცდამეთორმეტე ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერმა “ჰაიდენჰაიმმა” გასვლაზე მიუნხენის “ბაიერნთან” ფრედ, 3:3 ითამაშა. ბუდუ ზივზივაძემ “ალიანც არენაზე” დუბლი შეასრულა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პსჟ-სთან მატჩამდე “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შეხვედრაში ჰარი კეინი, ლუის დიასი, მაიკლ ოლისე და იოზუა კიმიხი ჩაერთნენ.
შეხვედრის 22-ე წუთზე ანგარიში ქართველმა გახსნა. ბუდუმ მეტოქის საჯარიმოში ეფექტური ნახტომით ანგარიში გახსნა, 31-ე წუთზე კი დინკჩიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს გორეცკამ ერთი ბურთი გაქვითა, 57-ე წუთზე გერმანელმა დუბლი შეასრულა და თითქოს ინიციატივა სრულად “რეკორდმაისტერის” მხარეს უნდა გადასულიყო, თუმცა 76-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. 90+10-ე წუთზე დიანტ რამაჯმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩი ფრედ დასრულდა.
“ჰაიდენჰაიმი” 23 ქულით კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 10 მაისს, “კიოლნის” წინააღმდეგ გამართავს.
“ბაიერნი” 83 ქულით ბუნდესლიგას ლიდერობს და 6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ-ს უმასპინძლებს.
მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი – ჰაიდენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 ზივზივაძე (22), 0:2 დინკჩი (31), 1:2 გორეცკა (44), 2:2 გორეცკა (57), 2:3 ზივზივაძე (76), 3:3 რამაჯი (90+10, ავტოგოლი)