მედია: ამბობს, რომ ფასები საქართველოში 50%-ით იაფია, ვიდრე საფრანგეთში

დასკვნამდე მივედით, რომ 50%-ით ძვირია საფრანგეთში იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც უფრო იაფად შეიძენ საქართველოში. ეს არის საერთო სურათი – ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

განცხადება “ოცნების” ლიდერმა სამთავრობო არხის ეთერში გააკეთა.

“დაბალ ფასებზე” საუბრის პარალელურად, კობახიძემ თქვა, რომ “კონკრეტული პროდუქტები არსებობს, სადაც ფასები ბევრად უფრო ძვირია”.

მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, ამ შემთხვევაში “აქ არის ჩასახედი დამატებით, ხომ არ არის ამის მიზეზი მაგალითად, დისტრიბუტორის მონოპოლიური მდგომარეობა, ან გარკვეული კარტელური გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით”.

ჩვენ, საბოლოო ჯამში, როდესაც უფრო სიღრმისეულად ჩავიხედეთ ფასებში და შევაფასებთ სოციალურად ყველაზე საინტერესო, ფართო მოხმარების პროდუქტების კალათა, რომ შევადარეთ საქართველოს და საფრანგეთის ფასები, აბსოლუტურად ობიექტურად ავიღეთ შესადარი პროდუქტები, დასკვნამდე მივედით, რომ 50%-ით ძვირია საფრანგეთში ზუსტად იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც შესაბამისად, უფრო იაფად შეიძენ საქართველოში, ესაა საერთო სურათი. თუმცა არის კონკრეტული პროდუქტები, ესაა უმეტესად კონკრეტული ბრენდის პროდუქტები, რომელიც იდენტურია საქართველოში, მაგალითად ყავა რომ ავიღოთ, ან შოკოლადის კარაქი, სადაც რატომღაც ჩანს, რომ ჩვენთან ფასები არის ბევრად უფრო ძვირიც კი, ვიდრე ვთქვათ საფრანგეთში.

ანუ საერთო სურათი არის საპირისპირო, მაგრამ კონკრეტული პროდუქტები არსებობს, სადაც ფასები ბევრად უფრო ძვირია. აქ არის ჩასახედი დამატებით, ხომ არ არის ამის მიზეზი მაგალითად, დისტრიბუტორის მონოპოლიური მდგომარეობა, ან გარკვეული კარტელური გარიგება კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით. რაც ყველაზე საინტერესოა, კი, ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი ვიდრე საფრანგეთში, გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, რომ ბუნებრივი ხელფასი არის საქართველოში ბევრად ნაკლები. საფრანგეთს რომ შევადაროთ, ბოლო კვარტლის მონაცემებით, ჩვენთან საშუალო ხელფასი დაახლოებით 2 400 ლარია, საფრანგეთში საშუალო, სუფთა ხელფასი დაახლოებით არის 2 680 ევრო. ხედავთ, რომ დიდია სხვაობა…”- თქვა მან.

წყარო