თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა – 14 წელს მიუღწეველ მოზარდს დედის თვალწინ სცემეს

თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა – 14 წელს მიუღწეველ მოზარდს დედის თვალწინ სცემეს | შემთხვევა თბილისში, 175- ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დედასთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მასთან სხვა არასრულწლოვანები მივიდნენ, გვერდით გაიყვანეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
💬 “ვინ, რა, როგორ და რანაირად, სკოლის გარეთ მოხდა დაპირისპირება ბავშვების, თუმცა როგორც მანდატურის სამსახური, ასევე სკოლაც, მთლიანად ჩართულია საკითხის პრევენციისთვის. იძიებს პოლიცია, პოსტებიდანაც ჩანს ეს ყველაფერი, პარალელურად სკოლამ შესაბამისი ორგანოები ჩააყენა საქმის კურსში…რაც არ ვიცი, იმას ვერ გეტყვით. არ მგონია ეგეთი სიტუაცია ყოფილიყო [ხელკეტებით ჩხუბი]. თვითონ ბავშვის ამბავი მოვიკითხე რამდენიმეჯერ და რა ინფორმაციაც მე მაქვს, ჩემს გვერდით იყო და ჩემი გვერდიდან წაიყვანესო და დანარჩენს უკვე სკოლაც მოიკვლევს, დისციპლინური კომიტეტი და მანდატური და პოლიციაც მიხედავს” [ტვ პირველი] | ამბობს სკოლის დირექტორი ირაკლი კუპატაძე.
🔴 30 აპრილს ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის შვილს თავს 4 მოზარდი დაესხა, შედეგად კი სკოლის მოსწავლე ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა.
💬 “Sos!!!
კობიაშვილი ქავთარაძე და დანარჩენი ორი!!! ჯგუფური წინასწარ დაგეგმილი ჩემი შვილის ტრავმირება არ შეგრჩებათ!!! თავად ვარ მოწმე, გვერდში მყავდა შვილი! გაიყვანეთ და ახლა კლინიკაში მიწევს ტვინის შერყევით! მოჭადრაკე სტიქაროსანი და ზე წესიერი შვილი!!!
სად გყავთ მშობლები?
ვერ შეამჩნიეს თქვენს სამოსზე სისხლი?
ოთხივეს მოგივლით, ძლივს რომ გარბოდით, ვერ გაიქცევით.
#შსს კიდევ ვინ იქნება ამ დაჯგუფების ბულინგის მსხვერპლი?” | წერს სოციალურ ქსელში მოზარდის დედა
🔴 მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ნაცემი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
💬 “უპირველესად ყველას დიდი მადლობა ჩვენი ამბის გულთან ახლოს მიტანისთვის, მოკითხვისთვის, თანადგომისთვის!!!
იმდენი ზარი, მოწერილი თუ კომენტარი იყო, წარმოუდგენელია ყველას უპასუხო, მადლობა ყველას!
ბავშვი უკვე სახლშია.
საბედნიეროდ, ჩვენ ისეთი მშობლები შეგხვდა, სწორად რომ აფასებენ სიტუაციას და არა ისეთი ,,მართალ, უდანაშაულო და ამ დროს მკვლელებს” რომ ზრდიან.
რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალი წარიმართება სამართლებრივად!!!” | წერს მოზარდის დედა