“სპაერს” არ ეტყობა, რომ დებიუტანტია. მცირე ჩავარდნის შემდეგ ანზორ კიღურაძის გუნდმა ანგარიშიც გახსნა და ბევრი პრობლემაც შეუქმნა ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც ბოლო მატჩებში მშვენივრად გამოიყურებოდა.
ამიტომაც აუხსნელია ის მონოტონური თამაში, რაც ქუთაისელებმა მთელი მატჩის განმავლობაში აჩვენეს. რომ არა გიორგი არაბიძის “აფეთქება”, არავინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თამაში.
ეს ალბათ ის შემთხვევაა, როცა საგოლე პასზე მეტად, არაბიძეს ის დრიბლინგი უნდა დავუფასოთ, რა დროსაც თითქმის მთელი მოედანი გადასერა და დასარტყმელად მიუგორა ალეკო ბასილაძეს…
დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მთლიანობაში “სპაერს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო “სპაერის” მეკარე ფუტკარაძემ ერთი “მკვდარი” ბურთი აიღო. საბოლოოდ ფრე, რომელიც სათამაშო სურათიდან გამომდინარე სრულიად კანონზომიერია.
სპაერი-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 ლ. კოხრეიძე (6, თ. ცეცხლაძის პასით), 0:1 ბასილაძე (75, არაბიძის პასით)
სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა (მატენჯვა 87), კენჭაძე, ბუნტური, პირტახია, სამხარაძე (გიორგი დ. ცეცხლაძე 87), ასკურავა, ცირდავა, თ. ცეცხლაძე, გეგიაძე, ლ. კოხრეიძე (ბასილაშვილი 70)
ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (ვარლეი 67), მანე, შიმიჩი, ბასილაძე, არაბიძე, მამუჩაშვილი, ითრაქი, პირესი (ზიტა 67), დეისაძე (გ. კოხრეიძე 89), ანდრიჩი
არბიტრი: ი. შენგელია