ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს, ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინს. ორივე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო – რუმინეთზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2 მაისს, 12:00 საათზე, ხოლო საქართველო – ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია 5 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩზე გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
NAKREBI.GE