7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი ტურნირი მონაკოში გამართა და სამი თამაშიდან ერთი, გამარჯვებით დაასრულა.
“პრინც ჟაკ ჰერედიტერის” სტადიონზე გიორგი მაისურაძის შეგირდების პირველი მეტოქე მასპინძელი მონაკო იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ჩვენი გოგონები ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ, კონტრშეტევებზე ორი ლელო მიიღეს, რასაც შესვენების წინ მანონი საღარაძემ ერთი ლელოთი უპასუხა. მეორე ტაიმში მეტოქემ თავიდანვე შეძლო უპირატესობის გაზრდა და საბოლოოდ 46:5 გაიმარჯვა.
პოლონეთის ნაკრები, რომელიც შარშან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და საბოლოოდ 54:7 გაიმარჯვა. ჩვენი გუნდიდან საპასუხო ლელო თეონა ჩიტაიშვილმა გაიტანა, ანა პოღოსიანმა კი გარდასახა.
ტურნირის ბოლო მატჩი იტალიის ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულ ‘პრეტორიასთან’ გვქონდა. საქართველოს უპირატესობის მიუხედავად, მეტოქემ ტაიმის ბოლოს ლელოთი ანგარიშის გაქვითა მოახერხა, თუმცა მეორე ტაიმში იერიშები გავაგრძელეთ და საბოლოოდ 22:12 გავიმარჯვეთ. ამ შეხვედრაში ლელოები მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა, ლიკა ხუფენიამ და ანა ხაბულიანმა მიითვალეს.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ალაფაზე იტალია საქართველოს მთავარი კონკურენტი იქნება.
მონაკოს ტურნირზე საქართველოს 7-ქალამ ამ შემადგენლობით ითამაშა: ანა რურუა, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, თეონა ჩიტაიშვილი, მარიამ ბერანძე, ანა პოღოსიანი, კირა დანელია, მანონი საღარაძე, სალომე ჩხაიძე.
Rugby.ge