საქართველოში 1 მოსახლეზე 132 მ² ვენახი მოდის – AAWE

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (AAWE) მსოფლიოს 43 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ვენახის ფართობის რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა 2021 წლის შედეგებს ეყრდნობა.
AAWE-ს მონაცემებით, მოლდოვა არის #1 ქვეყანა, სადაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი, 4 ჰა, შესაბამისად, 1 სულ მოსახლეზე – 400 მ². ვენახი მოდის. საქართველო ამ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა მოლდოვას, ესპანეთის და პორტუგალიის შემდეგ. AAWE-ის მონაცემებით, საქართველოში 100 მოსახლეზე 1.32 ჰა ვენახია, რაც 1 სულზე – 132 მ²-ია.
პირველი ათეულში მოხვედრილი ქვეყნების შედეგები ასეთია:
მოლდოვა – 100 მოსახლეზე 4 ჰა ვენახი;
ესპანეთი – 100 მოსახლეზე 2.03 ჰა ვენახი;
პორტუგალია – 100 მოსახლეზე 1.89 ჰა ვენახი;
საქართველო – 100 მოსახლეზე 1.32 ჰა ვენახი;
იტალია – 100 მოსახლეზე 1.21 ჰა ვენახი;
საფრანგეთი – 100 მოსახლეზე 1.19 ჰა ვენახი;
ბულგარეთი – 100 მოსახლეზე 0.94 ჰა ვენახი;
რუმინეთი – 100 მოსახლეზე 0.94 ჰა ვენახი;
საბერძნეთი – 100 მოსახლეზე 0.92 ჰა ვენახი;
ახალი ზელანდია – 100 მოსახლეზე 0.80 ჰა ვენახი.
მე-16 ადგილზეა თურქეთი – 100 მოსახლეზე 0.52 ჰა ვენახით; 30-ზე – 100 მოსახლეზე 0.09 ჰა-თ; 31-ზე – – 0.07 ჰა-თ.

ასევე დაგაინტერესებთ