მედია: “ივანიშვილი ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ცდილობს” – რატომ ცვლის სამინისტრო მშენებლობის პროექტს? (ვიდეო)

რატომ ცვლის ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს? –  კონტრაქტით, რომელიც მთავრობამ უცხოურ საკონსულტაციო კომპანიასთან გააფორმა, ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკვე არსებული გეგმის გადახედვას ითხოვს. არადა, გასულ კვირას აანონსებდა, რომ ანაკლიაში უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა. ახლა კი ვიგებთ, რომ არა თუ სამუშაოები, არამედ მთლიანად პროექტის გეგმა უნდა გადაიხედოს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ სახეზეა პროექტის გაჭიანურების ახალი მცდელობა. ჩნდება კითხვა  – თუ წლების წინ დამტკიცებულ პროექტში რაიმე იყო შესაცვლელი, სად იყვენენ აქამდე, რატომ გაახსენდათ პროექტის გადახედვა ახლა, როდესაც უკვე მშენებლობის დაწყება იყო დაანონსებული.

ანაკლიაზე ბიძინა ივანიშვილის პარტია ბევრს საუბრობს. იცვლებიან მინისტრები, ხელშეკრულებები, იცვლება სახელმწიფოს მიდგომები, მაგრამ არ იცვლება  თავად ანაკლია, აქ ისევ მხოლოდ ქვიშაა და არაფერი აშენებულა.

რატომ ჭიანურდება ანაკლიის პორტის მშენებლობა, რატომ ვერ გამოვლინდა ვერც ერთი გამარჯვებული კომპანია და რატომ არ მიდის საქმე წინ? თავდაცვის ყოფილი მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი კრემლის დავალებას ასრულებს.

ფოტო – on.ge