“26 მაისისთვის რამე საინფორმაციო კამპანია დაწყებულია?” – მაგდა მამუკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

26 მაისისთვის რამე საინფორმაციო კამპანია დაწყებულია? მე ვფიქრობდი, “შინ ევროპისკენ” რომ იყო ინტენსიური კამპანია, მასეთი სახე ექნებოდა და 200 000 ადამიანს გამოვიყვანდით, რაც ავტორიტარულ რეჟიმში მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა. გადამწყვეტი არა, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი. სწორი შინაარსის მიწოდებით, ეგ შესაძლებელი იქნებოდა. ეროვნული დღეა, ყველა ქართველის გულს რომ ეხება ისეთი, თუ დავანახებდით მათ, რომ ახლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის 26 მაისს საპროტესტო შეკრებაა სწორი და არა საზეიმო, გაიგებდნენ, თბილისელებიც გაიგებდნენ და რეგიონებში მაცხოვრებლებიც.
თუ რამე დაწყებული გაქვთ, დაგვიხმარეთ ჩვენ, ჩავერთვებით და ერთად წამოვწიოთ ეს თემა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”