სიტუაცია რთულია – რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს

პსჟ-ს საიტის ცნობით, მეკარე ლუკა შევალიემ ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და როგორც მინიმუმ რამდენიმე კვირა გაუცდება.
ექიმები შევალიეს აღდგენას დააკვირდებიან. მას 26 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
ამჟამად პარიზული გუნდის ძირითადი მეკარე მატვეი საფონოვია. მესამე მეკარე 19 წლის რენატო მარინია, რომელიც ზაფხულში „რომადან“ დაიმატეს და ჯერ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.