მეუფე ისაიას სურდა, ყოფილიყო პატრიარქობის კანდიდატი, მაგრამ სინოდმა ამის საშუალება არ მისცა. მღვდელმთავარი, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს სამღვდელოებასთან და დევნილ მოსახლეობასთან ერთად ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა, აგვისტოს ომის დროს კი საკუთარი მრევლი არ მიატოვა და ეპარქიაში დარჩა ითხოვდა, რომ საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის არ არსებობა არ ყოფილიყო ამ პროცესში შემაფერხებელი ფაქტორი, თუმცა სინოდმა უთხრა, რომ მას პატრიარქობის შესაძლებლობას არ მისცემს, რადგან დიპლომი არ აქვს.
რა ხდებოდა სინოდის სხდომაზე? – ოქმში წერია, რომ ასაკის ცენზსა და განათლების საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საბოლოოდ მოსაყდრე შიომ დააყენა საკითხი კენჭისყრაზე რომ მსჯელობა შეჩერებულიყო და მას ხმათა უმრავლესობით ეპისკოპოსები დაეთანხმდნენ.
დღეს გაირკვა, რომ კუმორდოელი ეპისკოპოსი მეუფე დანიელისთვის რომელიც უკვე არის 70 წლის და მეუფე ისაიასთვის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მიცემას ითხოვდა. წერილში რომელიც მეუფე ნიკოლოზმა დღეს გამოაქვეყნა, ის წერს, რომ არ შეიძლება საღვთიმსეტყველო განათლების დიპლომის არ ქონა გახდეს ბარიერი.
70 წლის მეუფე დანიელისა და 64 წლის მეუფე ისაიას კანდიდატურების ჩახსნის შემდეგ, 15 მღვდელმთავარი დარჩა, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა, რამდენიმემ კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე უარი თქვა – შესაბამისად, 37 მღვდელმთავარს 6 მეუფეს შორის მოუწია არჩევანის გაკეთება, საიდანაც ყველაზე მეტი ხმა მეუფე შიომ, მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა მიიღო.
რა ხდება სამი კანდიდატის დასახელების შემდეგ? – მეუფე შიო 20 ხმა, მეუფე იობის და მეუფე გრიგოლი 7-7 ხმა – შესაძლოა თუ არა სურათი გაფართოებული კრების შემდეგ შეიცვალოს? – რამდენიმად მაღალია ალბათობა, რომ მეორე ტური გაიმართოს? – სინოდის წევრები ხმების სხვაგვარ გადანაწილებას არ გამორიცხავენ.




