“ვახშამი ჩემს სიყვარულთან ერთად” – ნინი გოგიჩაიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს – Marao

ქართველი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი 2018 წელს გახდა “მის საქართველო”, მოგვიანებით კი წარადგინა საქართველო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”. მას შემდეგ ნინი ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ცენტრში და ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზეც. მან მონაწილეობა ერთ-ერთ კულინარიულ შოუშიც მიიღო. ამჯერად კი დუბაიში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. როგორც ცნობილია, ნინი ჟურნალისტია და საკმაოდ წარმატებულიც.
ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბარს ერიდება. მოდელი უკვე რამდენიმე წელია, შეყვარებულია, მაგრამ რჩეულის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. მიუხედავად ამისა, ხშირად წერს, რომ ბედნიერია.
ნინი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ის ჟურნალისტ ნათია ბანძელაძისა და ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას შვილია.
“ჩემი ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება. მაშინ ინტერნეტი ისეთი განვითარებული არ იყო, როგორიც ახლაა. ამიტომ ბავშვები ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდით.
მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი, რაც სხვებისგან გამოარჩევს. მე ადამიანებში ძალიან დიდ ნდობას ვიწვევ. ისეთ თემებს მიზიარებენ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვარ ძალიან ემოციური და გულჩვილი… ჩემთვის ბედნიერება ჩემს ოჯახთან ასოცირდება.
მამაჩემი იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერში მხარს მიჭერდა. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ფასეული თავისუფლებაა” – ამბობდა ნინი გოგიჩაიშვილი.
ნინის და, ნანუკა გოგიჩაიშვილი, ასევე წარმატებული მოდელი იყო, ახლა კი მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილს უკვე ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ნანუკა ოჯახთან ერთად -ში ცხოვრობს და რჩევებს თავის მოვლასთან, ორსულობასა და დედობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად უზიარებს.
“ნამდვილად საკუთარი არჩევანი იყო აივის და ავას დაბადების წამიდან მათი თავად აღზრდა. იცის ყველა დედამ, დამხმარით თუ მარტო მყოფმა, რამხელა ფიზიკური თუ მენტალური რესურსი სჭირდება ბავშვის გაზრდას და კიდევ უფრო მეტი – აღზრდას… და მაინც, რა არის ბედნიერება? რა არის დედად გამხდარი ქალის მისია? მარტო ქალმა იცის, რა უსაზღვროა ჩვენი შესაძლებლობა. უბრალოდ, ჩვენ 100% ვიცით, როგორია დედის ერთი დღე და კიდევ უფრო კარგად ვიცით, რამხელა რესურსი გვაქვს თვითგანვითარების. მაშინ, როცა ვარ იმ ადგილას, სადაც ჩემი შესაძლებლობები 100% შემიძლია გამოვხატო ყველა დარგში, სწორედ აქ იხარშება და იქმნება ყველაფერი ის, რაც შემდეგ ზიარდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში. ზუსტად იქ ვარ, სადაც 1 ადამიანზე 10 000 კაცი კიდევ უფრო ნიჭიერი, კიდევ უფრო დიდი გამოცდილების მქონე, უხილავად გებრძვის, თუმცა მაინც, ამ ქვეყანაში ყველასთვის მოიპოვება წარმატებაც და ადგილიც…
ეს სტატუსი არაფრით არაა დეპრესიული სახის, არაფრით არ კნინდება არც ერთი წამით დედას, ბებოს, ელგას, ნიკას თუ სხვადასხვა ოჯახის წევრის დახმარების საათები, რაც ბავშვებისთვის დაუთმიათ. ყველა მათგანის მადლიერი ვარ. უბრალოდ, ალბათ, ადამიანის ბუნება ითხოვს ხანდახან სახალხოდ “ჩამოჯდომას”, ფარულად ხელის გადახვევას და საჯაროდ გაზიარებას საკუთარი გამოცდილების თუ ერთი ჩვეულებრივი გრძელი დღის…“ – წერდა ნანუკა გოგიჩაიშვილი.