ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „ბაიერნი“ დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩში ორი გოლი გაიტანა. კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 14 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი.

“ბაიერნმა“ მატჩი ჰარი კეინის პენალტით გახსნა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი 24-ე წუთზე გაიტანა.

ჟოა ნევეშმა 33-ე წუთზე პსჟ წინ გაიყვანა. მაიკლ ოლისემ კი 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უსმან დემბელემ პენალტით პსჟ კვლავ დააწინაურა.

თამაშის მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. თითქმის ორ წუთში კი დემბელემ შეასრულა დუბლი. პარიზელებს “ბაიერნმა” მატჩის მეორე ნახევარში ორი გოლით 65 და 68 წუთებზე უპასუხა და ანგარიში საბოლოოდ 5:4 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში შედგება.