“ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც, გარკვეული პიარსვლა იყო”

“ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც, გარკვეული პიარსვლა იყო. არავითარი შემხებლობა სპეცსამსახურებს და ფასების კომისიას ფასწარმოქმნასთან არ გააჩნია, ვერც ექნება. ფასებს არეგულირებს ღია ეკონომიკის პირობებში მოთხოვნა-მიწოდება. უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ გრძელვადიან პერიოდში მიწოდება გაზრდილიყო და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ეგრძნო ფასების მერყეობა.
შესაბამისად, აქედან არცერთი არ არის დალაგებული: დავუშვათ ის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს ძლიერი და პროდუქციის რაოდენობა გაიზარდოს, რის შედეგადაც მივიღებდით დაბალ ფასს; ასევე მეორე მიმართულება – ის რომ, ადგილობრივი მოსახლეობა არ არის შესაბამისად დასაქმებული და შემოსავლების დონე დაბალია.
ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ამ ყველაფერს [ფასები შემცირებას] მოკლევადიან პერიოდში შევძლებთ, ფანტაზიის სფეროა და მეტი
არაფერი“ | განაცხადა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა „პალიტრანიუსთან”.
🔻 მაღალ ფასებთან დაკავშირებით, კობახიძემ განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო, შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც, რომელმაც ჯამში 9 სამუშაო შეხვედრა გამართა.
🔴 მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს. კომისიის ფარგლებში მოუსმინეს ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებსაც, როგორც მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს, ისე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს.კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. კობახიძის განცხადებით, კომისიის დასკვნები და გეგმა მაისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ