10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე – Spielwarenmesse 2024

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის”; „თამაშობანას”; „ოდინდელი”; „კოკიტოს”; „ცაცია ოსტატის”; „დინოს”; „რუსანას”; „გოგორას”; „იკო კიდსის”; „თვითის” სათამაშოები.
Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენაა.
Spielwarenmesse-ს ესწრებიან სათამაშოების ბიზნესთან ასოცირებული მწარმოებლები, სავაჭრო ვიზიტორები, მედიის წარმომადგენლები. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად 70 000-ს აჭარბებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60 ქვეყნის 3 000-მდე სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა