პიტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას სთავაზობს

უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი, პიტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას სთავაზობს. მადიარს უნდა, რომ ზელენსკის უკრაინაში, ზაკარპატიის ოლქში შეხვდეს, სადაც უნგრული დიასპორა ცხოვრობს.
🔴 მადიარმა განცხადება ზაკარპატიის ოლქის ქალაქ ბერეჰოვას მერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი და ომის ფონზე უკრაინაში მცხოვრები უნგრული დიასპორის გამოწვევებზე ისაუბრეს.
💬 “ჩვენ ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიაში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების აღდგენა. ამის საფუძველზე, ინიციატივით გამოვდივარ, რომ ივნისის დასაწყისში შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სიმბოლურად ქალაქ ბერეჰოვეში” | დაწერა მადიარმა შეხვედრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში