სავაჭრო ცენტრები, ცათამბჯენები სოჭის აეროპორტი – რუსეთს წამყვანი თურქული სამშენებლო ჯგუფი ტოვებს

თურქულმა სამშენებლო ჰოლდინგმა, Ronesans-მა ს ბაზრიდან გასვლა გამოაცხადა. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კომპანიამ რუსეთის სამშენებლო ბიზნესიდან გასვლა 2022 წლის მაისში, ხოლო უძრავი ქონების ბიზნესიდან 2023 წლის ივნისში დაასრულა, თუმცა ეს მანამდე არ გაუსაჯაროვებია.
„ამ ბაზარზე პირდაპირი მართვისგან თავის დაღწევის შესახებ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ Ronesans-ის ზრდის სტრატეგია შეცვალა. ამიერიდან ჯგუფი გლობალურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, თურქეთში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და დსთ-ს ქვეყნებში, ყაზახეთსა და თურქმენეთზე აქცენტით,“ – წერია კომპანიის განცხადებაში.
ჰოლდინგი რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ სხვა დეტალებს არ ასაჯაროვებს.
პრესსამსახურის ცნობით, 2023 წლის შემოსავალი, სავარაუდოდ, 3,3 მლრდ ევროს მიაღწევს, რაც, 2022 წელთან შედარებით, 10%-ით მეტია. კომპანიამ მიმდინარე წლის ბრუნვის სამიზენდ 4.5 მლრდ ევრო დაადგინა. Ronesans-ში მოელიან, რომ მნიშვნელოვანი ზრდა უზრუნველყოფილი იქნება მშენებლობიდან მიღებული შემოსავლით, რომელსაც ჯანდაცვასა და ქარის ელექტროსადგურებში საერთაშორისო და ლოკალური საინვესტიციო პროექტებიდან მიიღებს.
ამასთან, Ronesans Holding აცხადებს, რომ წელს Ronesans Real Estate Investment-ის აქციების პირველად საჯარო განთავსებას, ანუ IPO-ს (Initial Public Offering-IPO) გეგმავს.
Ronesans Holding რუსეთში 1993 წელს გამოჩნდა. Rencons-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტებს შორის, რომლებზეც კომპანია მუშაობდა, იყო „Остров мечты,“ „Фили Град,“ Neva Towers, სავაჭრო ცენტრი Riviera და „Океания“ მოსკოვში, ასევე, Volvo-ს ქარხანა კალუგაში, აეროპორტი სოჭში, სავაჭრო ცენტრი „Галерея,“ „Лахта-центр“ სანქტ-პეტერბურგში და სხვა ობიექტები.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ