ლევან სუთიძე: ვნახოთ რა მოხდება გაფართოებულ კრებაზე

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე:
მიტროპოლიტი შიო, თუ მიღებულ ხმებს ინარჩუნებს და, უდიდესი ალბათობით ინარჩუნებს, იგებს ზუსტად იმ მინიმუმით, რაც სჭირდება.
20 ხმა მის სასარგებლოდ – 18 ხმა მის წინააღმდეგ. სულ 39 კაცია, ერთი არ მივიდა.
7 ხმა მიიღო იობმა, 7 ხმა მიიღო გრიგოლმა და 4 ხმა გაიფანტა სხვა კანდიდატებზე, ანუ, შიოს არ მისცეს.
მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ საჭიროა ხმების ნახევარზე მეტი, ანუ 50%-ს + 1 ხმა. მიტროპოლიტ შიოს აქვს ზუსტად +1 ხმა და არა +2 ხმა. იმ მოლოდინის პირობებში, რაც მოსაყდრის მხარდამჭერ ჯგუფს ჰქონდა, ეს არ არის დამაჯერებელი გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ასხივებს ძალას, მათ შორის, ვისაც უკვე ბოლოსკენაც სჯეროდა, რომ მოსაყდრე ხმებს ვერ აგროვებდა (ზუსტად იმდენი ხმის მიღება რამდენიც საჭიროა, სწორედ ამას მეტყველებს, რომ მოსაყდრემ კამპანიის დროს შედეგი გაიუმჯობესა და იქამდე ხმები არ ჰქონდა – მე ვითვლიდი 16 მყარ ხმას მის სასარგებლოდ, როგორც სტატიაში მოგახსენეთ).
კიდევ რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს სინოდში ძალიან მყიფე უმრავლესობას, იმ პირობებში, რომ მოსაყდრეს ჰქონდა და აქვს წმინდანად ქცეული კათალიკოზი ილიას მხარდაჭერის ინტერპრეტაცია, მოსაყდრეობა, 9 წლიანი გამოცდილება და ასე ვთქვათ, დიდი საერო მხარდაჭერა ))
კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემთხვევაში, შიო III მართავს სინოდს საკმაოდ მყიფე უმრავლესობით. გარდა იმისა, რომ ის არ არის და არც ერთი კანდიდატი არ არის .
ვნახოთ რა მოხდება გაფართოებულ კრებაზე.