ბროვდი: უკვე მეოთხე თვეა, რაც რუსეთში მობილიზაცია წარუმატებელია და გეგმის 60-75% სრულდება

უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ “მადიარ” ბროვდი Telegram-ზე წერს, რომ უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც მობილიზაციის გეგმას ვერ ასრულებს.
ბროვდის თქმით, ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის კუთხით, “უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა,” რაც რუსეთში მობილიზაცია წარუმატებლად მიმდინარეობს და გეგმის მხოლოდ 60-75% სრულდება.
“ამ თვეში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ‘ჩამოსული/წასულების' ბალანსი ნეგატიური იქნება – 26 აპრილისთვის ეს უკვე ცხადია.” – აღნიშნა მან.
პოსტში ბროვდი ასევე წერს, რომ რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსსა და ენერგო ინდუსტრიაზე უკრაინის იერიშები “სისტემატურად ანულებს რუსეთის უნარსა და ომის წარმოების შესაძლებლობას”.