VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა…

თბილისურ მატჩში იმდენჯერ მოხვდა ბურთი ძელს (გნებავთ ხარიხას), ყველა დარტყმა კარში რომ შესულიყო, უხვგოლიან თამაშს ვნახავდით.
გოლი კი მხოლოდ ორი ვნახეთ და ორივე – პირველ ტაიმში. ჯერ ცოტნე ფაცაციას შორეულ დარტყმას მოჰყვა მცველისგან ასხლეტა და ბურთი შორეულ კუთხეში ჩაეშვა…
მერე კი უკრაინელმა სკრიპნიკმა დააგვირგვინა თავური დარტყმით ვანდერსონ სილვას ფლანგური პასი. მეორე ტაიმშიც იყო “აფეთქებები”, მაგრამ დროდადრო ტემპი ეცემოდა და ეტყობა, ორივე გუნდი ფრეზე ყაბულს იყო.
ეს “მეშახტისთვის” მე-7 ფრეა მიმდინარე ჩემპიონატში. მომდევნო ტურში (2 მაისი) ტყიბულელები წყალტუბოში უმასპინძლებენ “იბერია 1999-ს”, ხოლო იმავე დღეს, ასევე წყალტუბოში (ოღონდ სხვა სტადიონზე) “გაგრა” “სამგურალს” შეხვდება.
გაგრა-მეშახტე 1:1
გოლები: 0:1 ფაცაცია (24, ჯიქიას პასით), 1:1 სკრიპნიკი (42, ვანდერსონის პასით)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი (სადღობელაშვილი 90+1), სკრიპნიკი, ცინცაძე (ფეიქრიშვილი 86), ვანდერსონი, კეკელიძე (ზოიძე 46), მუჯირი (კაციაშვილი 90+1), ანდრეიჩუკი (ფიფია 73)
მეშახტე: შოვნაძე, პიმენტელი, ქურდაძე, უგრეხელიძე, შუბითიძე (გეგია 65), ფაცაცია (შონია 54), პაპუაშვილი, ბურდული, კვირკვია (ღურწკაია 79), ჯიქია (აბულაძე 79), სიხარულიძე
არბიტრი: გ. ყრუაშვილი