Geo Team-ის ცნობით, ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ მომავალ ორ მატჩში ვერ დაეხმარება:
„ზურიკო დავითაშვილისთვის რეგულარული საკლუბო სეზონი დასრულებულია. Geo Team -ის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილი „ტრუასთან“ მიღებული კოჭის ტრავმის გამო 2 კვირით იუქმებს. შესაბამისად, ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში დარჩენილ 2 მატჩში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. თუ „სენტ-ეტიენი“ პლეი-ოფში ითამაშებს, ქართველი მწვრთნელისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება“.
„სენტ-ეტიენმა“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერიის (7 მოგება და 2 ფრე) შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი განიცადა, მესამე ადგილზე დაქვეითდა და ლიგა 1-ში დაბრუნება გაირთულა.
peuple-vert-ი წერს, რომ დავითაშვილის გამოკლება გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია და რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, ბოლო ორი შეხვედრა მის გარეშე უნდა მოიგონ.
დავითაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.