VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი…

დაახლოებით ტაიმნახევრის განმავლობაში მაგარი ფეხბურთი ვნახეთ. უფრო კი პირველ ნახევარში, როცა ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა მომენტები ხან ერთ, ხან მეორე კართან, ხან კუპატაძე იგერიებდა ურთულეს ბურთებს, ხან კლიაიჩი…
პირველი ტაიმი თითქოს ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთზე დეისაძის ბრწყინვალე გოლმა “ტორპედოს” ფსიქოლოგიური უპირატესობა მისცა, რასაც მეორე ტაიმში სამბურთიანი სხვაობა მოჰყვა და ბათუმელებიც გატყდნენ.
“ტორპედო” შესანიშნავი იყო. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატის პრეზენტაცია. შესანიშნავი გახლდათ არაბიძე ორი “ასისტით”, ისევე, როგორც მამუჩაშვილი დამაგვირგვინებელი გოლით…
არადა, მთელ რიგ ეპიზოდებში ბათუმელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ რეალობა სხვაა – ჭიაბრიშვილის გუნდი აუტსაიდერია. “ტორპედო” კი 3 ქულაზე მიუახლოვდა ლიდერს (“იბერია 1999”) და თუ ეს სვლა გააგრძელა, მერე გვარიანადაც შეაწუხებს…
მომდევნო ტურში “ტორპედო” თბილისში “სპაერს” შეხვდება (1 მაისი), ხოლო ბათუმის “დინამო” დედაქალაქელ სეხნიას უმასპინძლებს (2 მაისი). საინტერესო უნდა იყოს თემურ ქეცბაიას სტუმრობა აჭარის მთავარ ქალაქში…
დინამო (ბთ)-ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 დეისაძე (44), 0:2 შიმიჩი (56, არაბიძის პასით), 0:3 მამუჩაშვილი (65, არაბიძის პასით)
დინამო: კუპატაძე, ჯაფარიძე, , ჩიტეიშვილი, ლაკვეხელიანი, ფუტკარაძე (თავდგირიძე 70), მილჩენკო (თედორაძე 70), კირკიტაძე (ბარამიძე 62), მარა (ბისიეშვილი 70), წულუკიძე, გ. კოხრეიძე (აბუსელიძე 76)
ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (ბუკია 90), მანე, შიმიჩი, ბასილაძე (ნადარაია 72), არაბიძე (ვარლეი 76), მამუჩაშვილი, ითრაქი, პირესი, დეისაძე (ზიტა 90), ანდრიჩი
არბიტრი: ჯ. ხორავა