ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
რამდენ ღამეს გაათენებდა ბიძინა ივანიშვილი კანცელარიის წინ, ვიდრე მას მთავრობიდან ვინმე მაინც არ შეხვდებოდა?
აი ამ შეკითხვით შეაფასეთ მთავრობის ქმედება კანცელარიის წინ ღამენათევი მშობლების მიმართ.
სახელმწიფო, სადაც ერთი მოქალაქე ყველაფერია, ხოლო მეორე არაფერი, არ არის კარგი სახელმწიფო. არ არის ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება ბედნიერების მომტანი. არავისთვის, იმ ერთი მოქალაქის გარდა. ხოდა რატომ იხარჯებით ერთი ადამიანის ბედნიერებისთვის? ამისთვის მოევლინეთ ამ ქვეყანას? ესაა თქვენი ცხოვრების საზრისი?




