ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავა და პუტინს შეხვდება

რუსეთში ირანის ელჩის, ყაზემ ჯალალის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 27 აპრილს მოსკოვს ეწვევა და ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
როგორც ირანის ელჩმა თქვა, მინისტრი რუსეთის მაღალჩინოსნებთან -სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის. განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივ შესაძლო ინიციატივებსაც.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის ცნობა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
“ვადასტურებთ რუსეთში არაღჩის ვიზიტს მოლაპარაკებების ჩატარების მიზნით.” – თქვეს რუსეთის საგარეო უწყებაში.