ლა ლიგის ოცდამეთორმეტე ტურში „ვილიარეალმა“ სახლში „სელტა“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 85-ე წუთამდე ითამაშა. მას ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ გაიტანა – შეფასებები: Flashscore 6.8, whoscored 6.7, sofascore 6.6.
„ვილიარეალი“ 65 ქულით მესამე ადგილზეა და 2 მაისს „ლევანტეს“ უმასპინძლებს.
ვილიარეალი. „კერამიკა“
ვილიარეალი – სელტა 2:1
გოლები: 1:0 მორენო (2, პენ), 2:0 პეპე (29), 2:1 იგლესიასი (73, პენ)