მალიში ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი იერიში მიმდინარეობს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ადგილი აქვს კოორდინირებულ თავდასხმებს როგორც დედაქალაქზე, ისე სამხედრო ობიექტებზე.
რუსული სამხედრო წყაროები წერენ, რომ ჩამოგდებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „აფრიკული კორპუსის“ კუთვნილი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი და დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა პირი. ამავე ცნობებით, ქალაქ კატიში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მალის თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 25 აპრილს შეიარაღებულმა ანტისამთავრობო ჯგუფებმა „განახორციელეს კოორდინირებული თავდასხმების სერია მალის დედაქალაქსა და მეზობელ რეგიონებში. 250-მა ბოევიკმა შეუტია საერთაშორისო აეროპორტს და იქვე მდებარე სამხედრო ბაზას“. მათივე განცხადებით, მალის შეიარაღებულმა ძალებმა ეს თავდასხმა მოიგერიეს.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. Reuters-ის წყაროები ძალოვან სტრუქტურებში თავდასხმებს უკავშირებენ ჯიჰადისტურ დაჯგუფებას.