მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა – ის უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ჩერნობილში გაემგზავრება

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა | ის უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ჩერნობილში გაემგზავრება.
“ჩერნობილიდან 40 წლის შემდეგ, მე კიევში ვარ ზელენსკისთან სასაუბროდ და ჩერნობილში მივემგზავრები, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ევროპისთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა.
კატასტროფებმა საზღვრები არ იცის – სოლიდარობამაც არ უნდა იცოდეს. მოლდოვა მათ გვერდით დგას, ვინც აშენებს და არა ანგრევს.” | წერს მაია სანდუ X-ზე.
🔴 დღეს მსოფლიო ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კატასტროფის 40 წლისთავია.