გახარიას გუნდი ნათია თურნავას პარლამენტში იბარებს — ოპოზიცია ფასების ზრდაზე პასუხებს ითხოვს (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას პარლამენტში დაბარებას ითხოვს.

ოპოზიციის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შემთხვევაში, თურნავას მოუწევს განმარტოს, რატომ არ მცირდება ცხოვრების ღირებულება და რა ნაბიჯებს დგამს ეროვნული ბანკი ინფლაციის შესამცირებლად.

ოპოზიციური ძალების შეფასებით, დაპირებული ფასების დაწევის ნაცვლად, მოსახლეობამ კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქტები მიიღო.

გახარიას გუნდი აცხადებს, რომ ფასების საკითხზე მუშაობის ფარგლებში ე.წ. კომისიაზე სხვა პასუხისმგებელი პირების დაბარებასაც გეგმავს.