უკრაინის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა – უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე დაგეგმილი აქვს ვიზიტი საქართველოს მეზობელი ქვეყნის დედაქალაქ ბაქოში.
მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ის შეხვედრას ილჰამ ალიევთან გამართავს. გარდა ამისა, ზელენსკის ვიზიტი აქვს დაგეგმილი საუდის არაბეთშიც. დამატებითი ინფორმაცია ვიზიტების განრიგისა ან სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.




