ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი – რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
დინგაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბაზარგანოვთან, ხოლო მაჭარაშვილი სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ცალუკოვთან დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი ხვალ, 25 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათიდან გაიმართება.