პუტინი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვებზე: უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტული იქნება

არ შემიძლია არ მივაქციო ყურადღება ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებებს, მათ შორის დიდ ქალაქებში. ეს დაკავშირებულია ოპერატიულ ღონისძიებებთან ტერაქტების პრევენციის მიზნით – უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის პრიორიტეტი იქნება.
რა თქმა უნდა, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, მაგრამ თუ ეს წინასწარ მოხდება, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ოპერატიულ მუშაობას, რადგან დამნაშავეებიც ყველაფერს ხედავენ. შესაბამისად, მოქალაქეებს ინფორმაცია მაინც უნდა მიეწოდოს, სულ მცირე, უკვე ჩატარებული სამუშაოების შედეგების მიხედვით.
აუცილებელია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები – სახელმწიფო მომსახურებები, გადახდის სისტემები, ექიმთან ჩაწერა – შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს. ისევე როგორც საგანგებო ზარები მობილურ ტელეფონებში, რომლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომია. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ სამოქალაქო უწყებებთან, გამოიჩინონ მოქნილობა მუშაობაში და გაითვალისწინონ მოქალაქეების ინტერესები. სწორედ მათთვის ვმუშაობთ ყველა.
თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ინტერნეტ სივრცეზე დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა პლატფორმებზე, როგორიცაა Telegram, WhatsApp, YouTube, Instagram, Facebook და ა.შ.