ვრცელდება ხმები, რომ პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოსული 80 კაციანი დელეგაციიდან ვიღაცები დარჩნენ საქართველოში და აგრძელებენ მუშაობას ქვეყნის შიგნით – ლელა ჯეჯელავა

19
თეოლოგი ლელა ჯეჯელავა აცხადებს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლო ჩარევის შესახებ მღვდელმთავრების გაფრთხილებები საფუძვლიან ეჭვებს აჩენს და მიუთითებს, რომ მსგავსი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება.
ის, რომ მღვდელმთავრები პერიოდულად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ არავინ ჩაერიოს, ეს ხომ მოწმენდილ ცაზე არ შეიძლება, ყოფილიყო? ესე იგი, ჩარევების მცდელობა არსებობდა. კულუარულად ვრცელდება ხმები, რომ პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოსული 80 კაციანი დელეგაციიდან ვიღაცეები დარჩნენ საქართველოში დღემდე და აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ქვეყნის შიგნით. ამაზე პასუხი უნდა გასცეს იმ სამსახურმაა, რომლის უფროსებსაც, დიდ ბოდიშს ვუხდი გამოთქმაზე, წინდებივით იცვლის ივანიშვილი. ის, რომ ერთი კანდიდატი სახეზეა და ცნობილია, უკვე ნამდვილად ვიცით, ის, რომ მას აქვს სახელისუფლებო მხარდაჭერა, ესეც ვიცით. ძალიან არაეთიკურია თვითონ მოსაყდრის მიმართ, რომ არჩევნებამდე უკვე ძალიან მკაფიოდ შეიქმნა განწყობები, რომ ის არის სახელისუფლებო კანდიდატი, – ამბობს ლელა ჯეჯელავა.
(ტვ პირველი)

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა