63
კოალიცია ცვლილებისთვის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,წყაროები ქართული ოცნებიდან და სუსიდან:
რესტორანი თბილისის ცენტრში. 20 აპრილი. გვიანი ღამე.
კალაძის საძმო vs ბერას საძმო (ძმები ფეიქრიშვილები).
სისხლიანი ჩხუბი.
ცხადია, ფეხებზე მკიდია, ვინ ვინ ცემა. ამას იმიტომ ვწერ, რომ სახელმწიფოზე როგორ აისახა და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ, იმაზე მოვყვე.
მოვიდა სუსი. “აკრიფა” ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში. არ ვიცი, რატომ მოცურდნენ ასე, და რატომ გადაწყვიტეს, რომ კალაძე უფრო ტიპია. არ ვიცი, მაგრამ მოცურდნენ.
შედეგი: “პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას. მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, “შიოლასავით”.
ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს. “პატარა სოფელი”.



