ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააგდო

„ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა.
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავდა კითხვით კორუფციასთან დაკავშირებით. ოხანაშვილმა დეპუტატს ფაქტების მოყვანისკენ მოუწოდა, რასთან დაკავშირებითაც სამადაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა მოიყვანა. სალომე სამადაშვილის თქმით, თუკი კორუფციას ებრძვიან, გაუგებარია, რატომ ასახელებენ შს მინისტრად ისევ გომელაურს.
კორუფციასთან დაკავშირებულმა ბრალდებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია.
“მოქცევას რომ ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით დარბაზში, დატოვეთ დარბაზი,” – მიმართა მას ოხანაშვილმა. სალომე სამადაშვილმა დარბაზის დატოვებისას განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატისგან პასუხს არ ელოდება, ამიტომ დარბაზს დატოვებს.
“ვინ უნდა გამცეს პასუხი, ან დეოლიგარქიზაციაზე ვინ უნდა მელაპარაკოს, ივანიშვილის დაცვის უფროსმა?”- აღნიშნა სამადაშვილმა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ “ზრდილობას რომ ისწავლის”, შემდეგ შეეძლება დარბაზში ყოფნა.
Previous: შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს – უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა – რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება
Next: რატი ბრეგაძე – რა ვქნათ ახლა, პარლამენტში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ – გამოსვლისას ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა