თამო კეშელავა: ხალხის ფულს ვერ იმეტებთ ბავშვების სამკურნალოდ, რათა მეტი მოიპაროს ვიღაცა ჩინოვნიკმა?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ყოვლად უნამუსო, ურწმუნო, უსისხლო ხალხი ხართ, ვინც დიუშენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს ებრძვით.
ასე ებრძოდით აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებსაც, რომ წამალი არ მიეღოთ, ასე წერდით, ეს წამლები ცუდიაო და 32 ბავშვი მკურნალობს უკვე, თურმე, 7 ბავშვი კიდევ ახლა უნდა ჩაერთოს პროგრამაში, 2 წლამდე არიან.
ახალდაბადებულ, 2 წლამდე ბავშვებს იმეტებდით თქვენ!
მკურნალობის შედეგები კარგია და ძალიან კარგი.
ეს შედეგები ყოველწლიურად განიხილება საერთაშორისო შეხვედრებზე, თურმე.
ამ ბავშვებისთვის წამალი ძალით წავგლიჯეთ ოცნებას და თქვენ ებრძოდით, რომ ეს წამალი ვერ მიეღოთ.
ახლა იგივეს აკეთებთ დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე, ახლა მათ ებრძვით, რომ წამალი არ მისცენ და მეტი ფული მოიპაროს ოცნებამ – რა არა? აბა, თვალის ჩაპაჭუნებისთვის დაიჭირეს საკუთარი თანაგუნდელები? ხალხის ფულის ქურდობისთვის არ დაიჭირეს?
ხალხის ფულს ვერ იმეტებთ ბავშვების სამკურნალოდ, რათა მეტი მოიპაროს ვიღაცა ჩინოვნიკმა?
და ახლა აქ იგონებთ ჭორებს და მითებს, რომ თურმე, ეს წამალიც ცუდი.
ქალები, დედები დასდევთ ექიმებს, ლანძღავთ, როგორ ბედავენ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის მიწოდების მოთხოვნას, როგორ ბედავენ ამ წამალზე კარგის თქმას, გაჩუმდნენ უნდა, თურმე.
სულ ის არაკი მახსენდება თქვენზე, ქოც ქალებზე და დედებზე, ჩიტს რომ მიადგება მელა და ერთი ბარტყი მომეცი და კარგად იქნები, თავს დაგანებებო, რომ დაპირდება და რომ აჭმევს ის ჩიტიც საკუთარ შვილებს ცოცხლად, ტანჯვით სიკვდილისთვის რომ ყრის საკუთარ ბარტყებს ბუდიდან, რათა გადარჩეს კიდევ ერთი დღე…
ის მონადირე აკაცუკი იყო, ომი უნდოდა, იმიტომაც მოკლა ბავშვების მჭამელი და ილოცეთ, არ დაგავშენდეთ, უტიფრებო და ურწმუნოებო, თორემ, უჩვენოდ, თქვენ წამში მოგინელებენ, თქვენს მონელებას რაღა უნდა რო…