რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსული ძალების მიერ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკუდინის განმარტებით, რუსებმა ქალაქის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი დაბომბეს, რის შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა ავტომობილში ორი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამასთან, საარტილერიო დარტყმის შედეგად 66 წლის ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
თავდასხმის შედეგად დაშავდა ხერსონის 24 წლის მკვიდრი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით