როგორც შესვლაზე, გამოსვლაზეც ისე მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას – ბოკუჩავა ალიანსზე

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავატაბულანაციონალური მოძროაბის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ენმ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს”.
ბოკუჩავა TV პირველის ეთერში ამბობს, “როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვალსთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე”.
“ჩვენი ამოცანა და არამხოლოდ ჩვენი, ალიანსის ამოცანაც და იმ გადაწყვეტილების, რომელიც ბუნებრივია პრეზიდენტი სააკაშვილის არამხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით მივიღეთ, პოლიტიკური საბჭოს ჩართულობით, რა თქმა უნდა, მეც ვმონაწილეობდი ამ გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს იყო მთლიანად პარტიის მათ შორის, დამფუძნებელი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ენმ, გავმხდარიყავით ოპოზიციის ალიანსის წევრი.
მთავარი ამოცანა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ამოძრავებდა იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია, გალვანიზაცია; იმ ადამიანების მოტივირება, რომლებსაც შესაძლოა, ძალიანაც არ მოსწონთ ივანიშვილი, ესმით, რომ ივანიშვილის გადარჩევით თუ გადაგდებით, ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორებით, არანაირი ომი არ იქნება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავა და ა.შ. […]
ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია, ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ შენ მოქმედებაშიც მოდიხარ, მყწობრში და ამისთვის, მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის, გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო.
სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენის გაჩენისთვის შევედით ოპოზიციის ალიანსში, რომ მეტი ძალა გამოასხივოს დემოკრატიულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და თუ კონსოლიდაციას და გალვანიზაციას კი არ იწვევს, პირიქით ფრაგმენტაციას, ურთიერთდაპირისპირებად და საქართველოს მოქალაქეებოს კიდევ უფრო განზიდვას იწვევს ნებისმიერი ფორმაცია და პროცესი, მაშინ ის კონტრპროდუქტიულია. მაშინ ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვალსთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე” – თქვა ბოკურჩავამ.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი 18 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობდა, რომ “2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი”.
20 აპრილს ოპოზიციის ალიანსში შემავალი 8 პარტია სააკაშვილის მიერ საჯარო განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.
მოვუწოდებთ ყველა მონაწილე პარტიას, იყოს აღებული ვალდებულებების ერთგული – ალიანსის 8 პარტია
22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ 2 პოსტი გამოაქვეყნა კოალიცია ცვლილებისთვის წევრებზე ნოდარ ჩაჩანიძესა და გიგა ლემონჯავაზე. ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში კი, ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ანა წითლიძე წერდა, რომ მიაჩნია რომ ენმ-მ ალიანსი უნდა დატოვოს.