ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ არ შევეხები სასულიერო პირისგან თუ საერო პირისგან, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს საპატრიარქო არჩევნებში. ეს ისეთი ნათქვამია, ალეგორიულად მივანიშნებ, ახლა მე რომ ახლა თქვენ მოგიწოდოთ, დღეს საღამოს არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ბევრი ალკოჰოლური სასმელი. საიდან უნდა მოვიტანო ხო?! თუ მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ თქვენ ამას აკეთებთ და პირიქით, ვიცი, რომ თქვენ არ გიყვართ ალკოჰოლი.[…]
სახელმწიფო არათუ არ ერევა, თუ შეიძლება ჩავერიოთ, იმაში ჩავერევით, რომ ჩარევა არ მოხდეს. თუ ვინმეს სჭირდება, მათ შორის ეს სასულიერო პირი იქნება თუ საერო, რაღაცაში დახმარება, რომ ვიღაცა ერევა, სახელმწიფო გამორიცხეთ. […]
დღეს, მთელი პასუხისმგებლობით და გარანტიით ვიტყვი, რომ ერთი ადამიანი თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, არათუ მეუფესთან, ერთ სასულიერო პირთან და კითხვა დაუსვამს ის რას აპირებს, ეს რას აპირებს, ამ დონეზეც კი, პასუხს ვაგებ პირადად.
მკაცრად ჩაშლილი დავალება არსებობს, რომ შესაძლოა ვიღაცებმა პირიქით, ელემენტარული ცნობისმოყვარეობით დასმული კითხვა გამოიყენონ რაღაცისთვის, არ გაეკაროთ ამ თემას. პირიქით არის, პირდაპირ ვამბობ, დავალებად ჩაშლილი და თუკი რაიმე საზრუნავი ამ მიმართულებით არსებობს, ვინმე თუ ლეგიტიმურად ინფორმაციას მიიღებს იმის შესახებ, რომ ვიღაც ერევა, ვიღაცა ვიღაცის აზრზე რაღაც გავლენის მოხდენას ცდილობს, ამის შესახებ გვაცნობეთ პირველ რიგში. ამ დროს ჩვენ ვისმენთ, რომ არავინ ჩაერიოს, ეს როგორც მინიმუმ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არ არის სწორი. მე ამას არ ვამბობ შემთხვევით, რა გარანტიასაც ვიძლევი და რა პასუხისმგებლობასაც ვიღებ ამ საკითხთან დაკავშირებით.