აპექს ნუცუბიძის კომპლექსში გაყიდვები წინასწარი შენატანის გარეშე დაიწყო

„აპექს დეველოპმენტმა“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, აპექს ნუცუბიძის მესამე ბლოკის გაყიდვები დაიწყო. კომპანია მომხმარებელს პირველი თებერვლიდან ბინებს 52 კვ.მ-დან ინდივიდუალურად მორგებული გადახდის პირობით სთავაზობს.
„აპექს ნუცუბიძე“ ლისის ტბიდან 2 კილომეტრში ნუცუბიძის პლატოზე, პაატა დათუაშვილის #22-ში მდებარეობს, საიდანაც პანორამული ხედი იშლება. 1-ზე მეტ ჰექტარზე განთავსებულ კომპლექსში სულ 4 კორპუსი უნდა აშენდეს. ამ დროისათვის კომპანიამ მესამე ბლოკის გაყიდვები დაიწყო და მომხმარებელს 23 სართულიან შენობაში წინასწარი შენატანის გარეშე ბინის შეძენას სთავაზობს.
„აპექს დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორის განმარტებით კომპანიამ ბინის შეძენის მსურველებს, რომლებიც წინასწარი შენატანის მოგროვებას ვერ ახერხებენ, ასეთი შეთავაზება პირველად გაუკეთა.
„მსურველებს ბინის შეძენა 1700-1800 ლარის პირველადი შენატანით შეუძლიათ დაიწყონ. ამ თანხის გადახდა 4 წლის განმავლობაში შიდა განვადების პირობით მოხდება. ამ დროის გასვლის და ბლოკის დასრულების შემდეგ, მომავალ მობინადრეებს თუ დარჩენილი გადასახდელი თანხა შეგროვებული არ ექნებათ, ჩვენს პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, მათთვის გადახდის დაგრძელების შეთავაზება გვექნება და კვლავ მათთვის საინტერესო პირობით შეძლებენ დარჩენილი თანხის გადახდას“ – განმარტავს გიორგი ბაქრაძე, „აპექს დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორი.
განსაკუთრებული ფასდაკლება იმოქმედებს მათთვისაც, ვინც ბინას ერთიანი გადახდით შეიძენენ.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, როცა მომხმარებელს ერთაინი გადახდის პირობებში მნიშვნელოვანი ფასდაკლება შევთავაზეთ. კვადრატულზე 250-300 ლარის ფასდაკლების შეთავაზება ძალაშია და თუ აპექს ნუცუბიძის კომპლექსის მომავალი მობინადრეები ბინის ღირებულებას ერთიანად დაფარავენ შეღავათით აუცილებლად ისარგებლებენ“- ამბობს გიორგი ბაქრაძე.
კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ბაზარზე 11 წელზე მეტია არსებობს, ამ დროისთვის მათ 12 დასრულებული პროექტი აქვთ.
ნუცუბიძეზე მიმდინარე სამშენებლო პროექტში გათვალისწინებულია გასართობი სივრცე ბავშვებისათვის; დახურული ოთხ დონიანი საპარკინგე ზონა;
კომპლექსი პირველივე სართულიდან პანორამული ხედით გამოირჩევა, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. მშენებლობის პროცესში კი აპექს დეველოპმენტის გუნდი იყენებს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალებს, ეს ყოველივე ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.
აპექს ნუცუბიძის კომპლექსში ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა