ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა
ყაზახეთის მთავრობა გადადგა – ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფულა,
„ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე: მივიღო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, პრემიერ-მინისტრის დროებითი მოვალეობები დავაკისრო სკლიარ რომან ვასილიევიჩს, ხოლო მთავრობის წევრები – განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე“, – ნათქვამია თოყაევის რეზოლუციაში.
დოკუმენტი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა