“პსჟ-ის წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა” – გულიტმა კვარაცხელიას გუნდზე ისაუბრა

20 აპრილს მადრიდში გამართულ Laureus World Sports Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე 2025 წლის საუკეთესო საფეხბურთო კლუბდან პსჟ დასახელდა.
ამ პრესიტჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რაშია პარიზული გუნდის სიძლიერის საიდუმლო.
“პსჟ-ის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ მოიგონ ნებისმიერი მატჩი. ნიჭიერებით სავსე გუნდია და ყველა მოთამაშე თითოეული ბურთის დასაბრუნებლად ძალიან ბევრს შრომობს.
ვფიქრობ, ეს პარიზელთა წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა. მინდა, რომ ლუის ენრიკესაც უდიდესი კომპლიმენტები ვუთხრა”, – თქვა გულიტმა.