ბასილაშვილის ბადე – ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 თამაში წარმატებით დაძლია და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს.
ჩვენებურის მეტოქე 1/64-ფინალში 29 წლის ავსტრიელი, მსოფლიოს 83-ე ნომერი ავსტრიელი სებასტიან ოფნერი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 0:1 მარცხდება.
მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზეა ჩანიშნული (შესაძლოა, დრომ მცირედით გადაიწიოს) და წარმატების შემთხვევაში, ტურნირის მეორე წრეში ნიკას მეტოქე 26 წლის არგენტინელი, მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ტომას მარტინ ეჩევერი იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევისთვის ნიკამ 12 360 ევრო გამოიმუშავა და დღესაც იმარჯვა, ჯამში მისი შემოსავალი 21 285 ევრომდე გაიზრდება.