უკრაინას სურს, საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაერთოს – გახმაურებული ინფორმაცია, მხოლოდ აისბერგის წვერია

უკრაინას სურს, საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაერთოს – გახმაურებული ინფორმაცია, მხოლოდ აისბერგის წვერია
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომელთა გადაადგილებასაც ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე უწევდა, სოციალურ ქსელში აფასებს.
ექსპერტის შეფასებით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გახმაურებული ინფორმაცია, მხოლოდ აისბერგის წვერია, თუმცა, აღნიშნულზე დაყრდნობითაც შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ს სურს, საქართველო რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაერთოს.
„მოკლედ, არ გვეშვება ჩვენი ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორი” უკრაინა, რომელმაც საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვია და ჩვენი ელჩი ფაქტობრივად გამოაგდო.
ის რაც საჯაროდ გახმაურდა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით (აისბერგის წვერია მხოლოდ), საკმარისია ერთი მყარი ვარაუდისთვის – ყველანაირად სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთთან კონფრონტაციაში.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე